20 მლნ სახელისუფლებო არასამთავრობოებისთვის - "ოცნება" მორჩილ ორგანიზაციებს ასაჩუქრებს

11.02.25 21:34
20 მლნ სახელისუფლებო არასამთავრობოებისთვის - "ოცნება" მორჩილ ორგანიზაციებს ასაჩუქრებს

"ქართული ოცნება" მათთვის მისაღები არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ემზადება. პარტიისთვის მისაღებ ენჯეოებს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული ათკაციანი გრანტების მართვის სააგენტო შეარჩევს. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონით მხოლოდ გონგოები ანუ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებსაც ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განწყობები არ ექნებათ. 

ივანიშვილის პარტიას აღარ სურს ქვეყანაში იყოს მესამე სექტორი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს, ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ჩინოვნიკების კორუფციაზე, სასამართლოში არსებულ კლანზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიის უკუსვლაზე. 

"ქართული ოცნება" ახლა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს, რომლებიც რეჟიმის სისასტიკეს ამხელენ და ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას უყვებიან. იცავენ ძალადობრივი აქციების დროს დაზარალებული ადამიანების უფლებებს, იცავენ ჟურნალისტებს, რომლებიც სასიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ქუჩაში გასულ მოქალაქეებს. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.