მივესალმები, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც მოძალადე რეჟიმს ეკონომიკურ საწვავს აძლევენ - ნაცვლიშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ევროპარლამენტის რიგით მე-6 რეზოლუციის პროექტს მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ საჭიროა, დასანქცირდნენ ის პირები, ვინც ივანიშილის რეჟიმს ეკონომიკურ საწვავს აძლევენ.
მივესალმები, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიკურ საწვავს ანუ ფინანსურ მხარდაჭერას აძლევენ მოძალადე რეჟიმს და ასევე პროპაგანდისტებს, რომლებიც თავისი პროპაგანდის მეშვეობით წამლავენ საზოგადოებას. მათი დასანქცირება პერსონალურად ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნება, თუ ეს პირდაპირ აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციაში, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.