კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის მზადაა
ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის მზადაა. ირაკლი კობახიძე უცხოურ მედიასთან დღეს ირწმუნებოდა, რომ EU-თან ურთიერთობების გაუმჯობესება "ოცნების" ინტერესშია, თუმცა რა გზას აირჩევენ ევროპელი პარტნიორები, მათზეა დამოკიდებული.
ამასთან, არალეგიტიმური პრემიერი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა და ბევრი მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა.
ახლა, ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი. საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაციაა. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, - ამბობს კობახიძე.
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.