ქვეყანაში არსებული კრიზისი და გამოწვევები - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფინანსისტებს და ეკონომისტებს ხვდება

12.02.25 16:00
ქვეყანაში არსებული კრიზისი და გამოწვევები - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფინანსისტებს და ეკონომისტებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამჯერად ეკონომისტებს და ფიანანსისტებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული კრიზისი და გამოწვევებია.

"პირველები" სპეციალისტებს ესაუბრა, რომლებიც თანხმდებიან, რომ ყველა პროცესზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ვითარდება, სრული პასუხისმგებლობა სწორედ "ოცნებაზეა". მათი თქმით, თუ ოლიგარქის რეჟიმის გადაწყვეტულებას არ შეცვლის, ქვეყანას როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო მძიმე კრიზისი ელოდება.

პოლიტიკურ კრიზისს ყოველთვის მოყვება ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკური კრიზისი ერთი კომპონენტისგან ნამდვილად არ შედგება. აქ არის ძალიან ბევრი ისეთი პრობლემატური საკითხი, ჯამურად აღებული, რომელმაც შეიძლება, ერთიანად იფეთქოს. ამიტომ, მეც ვაღიარებ, რომ დღეს ჩენს ქვეყანას ჰყავს ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ჩენ ჩვენის მხრივ მივაწვდით იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც დღს ჩენი ქვეყნის წინაშე დგას, - ამბობს ივა ჭყონია. 

სფეროს ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან ახალი არცევნები და პოლიპატიმრების გათავისუფლებაა.  

მე ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო კოდექსი ახალი მიდგომებით. პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში არ უნდა გვყავდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად, - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.

ზურაბიშვილთან შესახვდერად ემზადებიან სინდიდის პატიმრების ოჯახის წევრებიც. მათ გზავნილებს პრეზიდენტი მიუნჰენში გააჟღერებს, სადაც ის ქართველი ხალხის სახელით უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

უკვე დღის ბოლოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვედრა საჯარო სექტორში დასაქმებულებთან აქვს ჩანიშნული.