საქართველოს ქუჩებში მძვინვარებს ძალადობა, ჩვენ გვჭირდება ქმედება - აუსტრევიჩიუსი
საქართველოს ქუჩებში მძვინვარებს ძალადობა, ჩვენ გვჭირდება ქმედება, - ამის შესახებ ევროაპრალემენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა სტრასბურგში ქართული ოპოზიციის და ევროპარლამენტარების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
აუსტრევიჩიუსი დარწმუნებულია, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი ხვალ განიხილავს, ხელს შეუწყობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხი "ოცნების" პირისპირ მარტო არ უნდა დატოვოს.
დღეს საქართველოს ქუჩებში მძვინვარებს ძალადობა. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი ქართველი კოლეგებისგან. ჩვენ ყველას გვჭირდება ქმედება, დიახ, რეზოლუცია ხელს შეუწყობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას, მაგრამ საქართველოს ხალხი არ უნდა დარჩეს მარტო "ქართული ოცნების" პირისპირ. ეს არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც შეცვალეს ქვეყნის კურსი და ქართველი ხალხის ცხოვრება, - თქვა ბრიფინგზე აუსტრევიჩიუსმა.