რეზოლუციაში გვაქვს ასეთი წინადადება, რომ ამიერიდან საქართველო განვიხილოთ ივანიშვილის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ - ჟალიმასი
ხვალ მისაღებ რეზოლუციაში გვაქვს ასეთი წინადადება, რომ ამიერიდან, საქართველო განვიხილოთ ივანიშვილის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დანიუს ჟალიმასიმ ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ქართველი ოპოზიციის ლიდერებიც ესწრებიან.
ევროპარლამენტარმა ასევე ყურადღება გაამახვილა ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტზე და განაცხადა, რომ ის არ ცნობს პლურალისტული დემოკრატიის ცნებას.
მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, რომელიც დაკავშირებულია ხვალ მისაღებ რეზოლუციასთან და ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ბრძოლა ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ და ის რომ ხვალ, ნამდვილად ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ხელისუფლება, რომელიც შექმნილია დემოკრატიული პრინციპების დარღვევით. ჩვენ ამ რეზოლუციაში გვაქვს ასეთი წინადადება, რომ ამიერიდან საქართველო განვიხილოთ მიტაცებულ სახელმწიფოდ, რომელიც მიტაცებულია ივანიშვილის მიერ. ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არ ცნობს პლურალისტული დემოკრატიის ცნებას. პარლაენტი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის არჩევანს და ამიტომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.