საქართველო არის მზია ამაღლობელი! - გვარამიას სიტყვა სტრასბურგში

12.02.25 17:34
საქართველო არის მზია ამაღლობელი! - გვარამიას სიტყვა სტრასბურგში

საქართველო არის მზია ამაღლობელი! - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ყველას თავისუფლებისთვის იბრძვის.

გვარამიამ ასევე იმ პოლიციელების და მოსამართლეების სახელები და გვარები ახსენა, რომლებიც რეჟიმის დავალებებს ასრულებენ. მისი თქმით, ისინი არ არიან საქართველო.

მინდა, გითხრათ, ვინ წარმოადგენს ქართველ ხალხს. ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ქართველი ხალხის მიერ აღიარებული რეალობა. საქართველო არის მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, რომელიც მძევლად აიყვანეს მისი საქმიანობის გამო. ის 32 დღეა შიმშილობს და ის იბრძვის არა მხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის. ბატონი ირაკლი დგებუაძე, 33 წლის პოლიციელი - ის არის ამ რეპრესიების ავტორი და მასთან ერთად გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის უფროსი. ისინი არ არიან საქართველო, საქართველო არის მზია ამაღლობელი. საბა სხვიტარიძე არის საქართველო. ის არის პოლიტიკური მძევალი, რომლის მიმართაც გამოიყენეს ძალადობის მძიმე ფორმები. მოსამართლე, რომელმაც საბა ციხეში გაუშვა, ის არ არის საქართველო და არც ის მოსამართლეა საქართველო, ლელა მილდენბერგერი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდა. ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.