ევროკავშირმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი განხორციელდეს - ჯაფარიძე
ერთადერთი სხვაობა ბელორუსსა და საქრთველოს შორის არის ის, რომ ხალხი გადს ქუჩაში და ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სამოქალაქო სოზოგადოება, - ამის შსახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ოპოზიციონერმა ევროკავშირს მოუწოდა, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს.
ერთადერთი სხვაობა ბელორუსსა და საქრთველოს შორის არის ის, რომ ხალხი გადს ქუჩაში და ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სამოქალაქო სოზოგადოება, მაგრამ რაც კი გააჩნია ბერკეტი ევროკავშირის ინტიტუტებს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხალხის არჩევანი განხორციელდეს. ხალხი დარწმუნებულია, რომ მისი მომავალი არის ევროკაშირში და არა რუსეთში, - განაცხადა ჯაფარიძემ.