სუსი უცხოელ დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის ელჩსაც უსმენდა

15.09.21 19:58
სუსი უცხოელ დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის ელჩსაც უსმენდა

სკანდალური ფაილების ინტერნეტში განთავსების შემდეგ ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უცხოელ დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელსაც უსმენდა

მიღებული ინფორმაციით, მ.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ესაუბრა თანაშემწეს, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში სამღვდელოებასთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი, მისი ინფორმაციით შეხვედრაზე მიდის მხოლოდ რამდენიმე ელჩი, ამიტომ თავად გეგმავს, რომ შეხვედრას დაესწროს მხოლოდ ნახევარი საათი, შემდეგ მოიმიზეზებს მნიშვნელოვან საქმეს და წამოვა - აღნიშნულია სუსი-ს ფაილში.

სკანდალურ ფაილებში არის საქართველოში ევროკავშირის საელჩოს, ისრაელის საელჩოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობების ფარული ჩანაწერები. დიპლომატებს მათი თანაშემწეების საშაუალებით აკონტროლებდნენ, ,,პირველებმა" ფარულ მიმოწერაში ისეთი ფაილები იპოვა, სადაც მაგალითად ისრაელის ელჩი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს და საუბარი შედგა საელჩოსა და სამინისტროს შორის. კავშირი ამ ყველაფერს ეკლესიასთან არ აქვს, თუმცა ის მაინც ოპერატიულ ცნობებში მოხვდა.

სუსი-ს ფარული თვალთვალისა და უკანონო მოსმენების შემცველი ფაილები ინტერნეტში 2 დღის წინ გავრცელდა. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები უკანონოდ უსმენდნენ სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, უცხოელ დიპლომატებს. პროკურატურამ უკანონო მოსმენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები