"მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - ლიეტუვის ელჩი საქართველოში

12.02.25 18:06
"მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - ლიეტუვის ელჩი საქართველოში

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი გისოსებს მიღმა გამოკეტილი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. 

დიპლომატი პლატფორმა X-ზე წერს, რომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მდგომარეობას აკვირდება. 

თვეზე მეტია მზია ამაღლობელი შიმშილობს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას. ხვალ მზიას ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ მისი დაკავების ორდერის გაუქმების მოთხოვნით. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!" - წერს დარიუს ვიტკაუსკასი.