უილსონი: "სირია თავისუფალია, ასადი კი მოსკოვში - ეს არის ყველა სასტიკი დიქტატორის ბედი, ივანიშვილო, გაითვალისწინე"
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ სირიაში ასადის რეჟიმი დამარცხდა და სწორედ ასეთი ბედი მოელის ყველა სასტიკ დიქტატორს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს.
გასულ წელს სირიაში ასადის რეჟიმმა სახელმწიფოს მტრად შემრაცხა. ახლა ასადი მოსკოვშია, სირია კი თავისუფალი. ეს არის ყველა სასტიკი დიქტატორის ბედი. ივანიშვილო, მადურო გაითვალისწინეთ, - წერს ჯო უილსონი.