ზურაბიშვილი: "ოცნების" პოლიტიკური იზოლაცია ეკონომიკურ იზოლაციაში გადავიდა, რაც კრიზისის უფრო გაღრმავების რისკს აჩენს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან გამართულ აუდიენციას პლატფორმა X-ზე განცხადებით ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მათგან არსებული ვითარების შესახებ ანალიზი მოისმინა, სადაც ხაზი გაესვა იზოლაციაში მოქცეულ ეკონომიკას, რომელიც კრიზისის უფრო გაღრმავების რისკს ზრდის.
ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. მე მოვისმინე არსებული ვითარების შესახებ მათი ანალიზი, სადაც ხაზგასმულია, თუ როგორ გადავიდა "ქართული ოცნების" პოლიტიკური იზოლაცია ეკონომიკურ იზოლაციაში, რაც აჩენს რისკს კრიზისის უფრო გაღრმავების", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ეკონომისტებს და ფინანსიტებს შეხვდა. მან ასევე აუდიენცია გამართა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი 20:00 საათზე შეხვედრას საჯარო მოხელეებთანაც გამართავს.