ევროკავშირი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და უმძიმესი რეზოლუცია - ვინ მოხვდა დასასანქცირებელთა შავი სიაში
ევროკავშირი რეჟიმის წინააღმდეგ ვა-ბანკზე მიდის. ასეთ მძიმე რეზოლუციას არავინ ელოდა. სანქციები ყველას - ოლიგარქის ოჯახი და მისი უახლოესი გარემოცვა, რეჟიმის პირველი პირები და მინისტრები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტული მედიების მფლობელები და ხელმძღვანელები. დასასანქცირებელთა ასეთი მასშტაბური სია ჯერ არც ერთ ქვეყანას არ მიუღია. სტრასბურგი ივანიშვილის რეჟიმის სრულ იზოლაციას და უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი. პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი. კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე. მოკლედ დასასანქცირებელთა სიაშია ყველა, ვისზეც დღეს ოლიგარქის რეჟიმი დგას.
სტრასბურგის უმძიმესი შავი სია - ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.