პრეზიდენტ ზურაბიშვილის გეგმები მიუნხენში გამგზავრებამდე და გაფრთხილება რეჟიმის მოძალადეებს
ყველამ უნდა იცოდეს, არავინ დარჩება დასუჯელი - ასე მიმართა დღეს სალომე ზურაბიშვილმა რეჟიმის მოძალადეებს. პრეზიდენტი დასასანქცირებელთა სიის გაფართოებას გეგმავს და ყველა იმ პირის შეყვანას, ვინც არა მხოლოდ დავალებებს გასცემს, არამედ ამ უკანონო დავალებებს ასრულებს. ეს შავი წერტილი მთელი ცხოვრება გაგყვებათ - აფრთხილებს ზურაბიშვილი რეჟიმის მსახურებს.
კიდევ ერთი ინიციატივა რეპრესირებულთა დახმარების ფონდს ეხება. სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ სინდისის პატიმრებს სტიპენდიები უნდა დაენიშნოთ და სწორედ ეს ფონდი უნდა დაეხმაროს იმ ხალხს, ვინც დღეს რეჟიმს უმძიმესი ფინანსური წნეხის ქვეშ ყავს. მიუნხენში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე სალომე ზირაბიშვილი იმ ხალხს უსმენდა, ვინც რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე გადაიტანა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.