საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს არ უნდა ჩავაბაროთ - როთი
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება.
გერმანელი პოლიტიკოსი ნიკოლ ფაშინიანს ევროკავშირისკენ გადადგმულ ნაბიჯს ულოცავს და პლატფორმა X-ზე წერს, რომ EU-მ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს არ უნდა ჩააბაროს.
ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ ევროკავშირისკენ ამ უზარმაზარ ნაბიჯს. რაოდენ ისტორიული გადაწყვეტილებაა! ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის არა უბრალოდ კეთილ სიტყვებს იპოვის, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს სომხეთს. ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს,” - წერს როთი.