ქალი, რომელიც "ოცნების" აპარატში მუშაობდა, რეჟიმმა პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუშვა

12.02.25 20:47
ქალი, რომელიც "ოცნების" აპარატში მუშაობდა, რეჟიმმა პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუშვა

 

 

მიუნხენში გამგზავრებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აუდიენციას საჯარო მოხელეებთან მართავს. 

შეხვედრის დაწყებამდე ქალმა, რომელიც "ოცნების" აპარატში მუშაობდა, რეჟიმი რეპრესიებში ამხილა და "პირველებთან" თქვა, რომ პარლამენტის აპარატიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. 

"ფიქრობენ, რახან მაგ დროს მათიანი იყავი და მიგიღეს სამსახურში, ამის მერე ვალდებული ხარ, ყველაფერზე დაეთანხმო. განსხვავებულ აზრს, როგორც ღალატს, ისე აღიქვამენ" - ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე. 

გამიშვეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ბოლო სამუშაო პარლამენტში იყო გიდობა. ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არასდროს დამიმალავს. აქციებზე ბევრს და ყოველდღე ვერ დავდიოდი, მაგრამ დავდიოდი. 

მე მუშაობა დავიწყე პარლამენტში 2014 წელს, "ქართულ ოცნებაში", აპარატში. ეს ხალხი ფიქრობს, რომ შენ რახან მაგ დროს მათიანი იყავი და მიგიღეს სამსახურში, ამის მერე ვალდებული ხარ, რომ ყველაფერზე დაეთანხმო, განსხვავებულ აზრს, როგორც ღალატს, ისე აღიქვამენ.

მგონია, რომ მათ გვიღალატეს. ის "ოცნება", რომელშიც მე დავიწყე მუშაობა, ბევრი შეცდომები იყო, მაგრამ ამისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. მე სხვას შემპირდნენ და ახლა სხვას აკეთებენ. რატომ უნდა ვიყო ამ ხალხის ერთგული სიმართლე გითხრათ, ვეღარ ვხვდები", - ამბობს