შვილის გატაცებით მემუქრებოდნენ - ინტერვიუ "კაბელების საქმის" მოსამართლესთან

13.02.25 13:21
შვილის გატაცებით მემუქრებოდნენ -  ინტერვიუ  "კაბელების საქმის" მოსამართლესთან

 

 

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება "კაბელების საქმეზე" და სკანდალური ინტერვიუ მოსამართლე დავით ჯუღელთან.

მოსამართლე "პირველებს" უდასტურებს, რომ თუ რეჟიმისთვის სასურველ განაჩენს არ დააყენებდა, შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ

ე.წ. "კაბელების საქმის" მოსამართლის, დავით ჯუღელის თქმით, მის მიმართ იყო მუქარა და დაშინება, მუქარის შემცველ წერილებს იღებდა მისი ცოლი.

ჯუღელი "პირველებთან" ყვება, რომ ემუქრებოდა აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცალაძეც. 

  • საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას და თავისუფალი დემოკრატების ჩამოსაშორებლად გამოიყენა, ევროსასამართლომ ჩამოანგრია.
  • 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ დადგინდა, რომ რეჟიმმა დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ე.წ. კაბელების საქმის განხილვის დროს, იყო ვერსია რომ ამ საქმის უკან სწორედ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა იდგა.

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ექვსივე ბრალდებულის მიმართებაში - ეს დადასტურებული იყო, პირველივე ინსტანციის განხილვის დროს სასამართლოში. მსჯელობა არის როგორც მივხვდი, აპელაციაში და კასაციაში დაშვებულ გადაცდომებზე სასამართლოს მხრიდან და საუბარია, უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რაზეც ჩემს გადაწყვეტილებაშიც ვრცლად იყო საუბარი. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ყველა ის მტკიცებულება დაუშვა საქმეზე, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა. ამ საქმეში პოლიტიკური დაკვეთა იყო, მეტი არაფერი"- აცხადებს სკანდალური საქმის მოსამართლე. 

"პირველების" დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ხომ არ ყოფილა ზეწოლა ან მუქარა, დავით ჯუღელი ამბობს: 

"არამხოლოდ მუქარა, თხოვნა, მოსყიდვის მცდელობა, დაშინება. ბავშვის გატაცების მცდელობაც კი. მუქარის წერილები მეუღლის მიმართ - პროკურატურის მხრიდანაც და იმ ცნობილი ოდიოზური ფიგურის, ფარცხალაძის მხრიდანაც. ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან, მოქმედი გენპროკურორის მხრიდან, იმ პერიოდში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. ბევრი მხარე იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, მცდელობებში, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო ისეთი, როგორიც სურდა პროკურატურას"- აღნიშნავს "პირველებთან" დავით ჯუღელი. 

"კებელების საქმის" მოსამართლის თქმით, თუ ის პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებდა და რეჟიმისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებდა, 10 წლიანი სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ, მას უვადო მოსამართლედაც კი დანიშნავდნენ: 

სამოსამართლეო ვადა მიმთავრდებოდა სექტემბერში, ერთ-ერთი პრობა და დაპირება ესეც იყო, რომ ამ ვადას უპირობოდ გამიგრძელებდნენ - უვადოდაც დავინიშნებოდი დარამხოლოდ პირველი ინსტანციის არამედ, უზენაეს სასამართლოშიც კი" - ამბობს ჯუღელი. 

რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ "კაბელების საქმეზე" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საიას მიერ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილება 11 თებერვალს მიიღო. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.

საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.

"კაბელების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით უფლების ჩამორთმევა შეუფარდა.

გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.

 

მსგავსი სიახლეები