სანქციების დიდი სია ევროპარლამენტში - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დასამტკიცებელ რეზოლუციაზე ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს - ირაკლი კობახიძე სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმის და ამტკიცებს, რომ უმწვავესი დოკუმენტი "ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას ასახავს".
"ქართული ოცნების" ლიდერის სამიზნე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც გახდა, რომელსაც ევროდეპუტატები სრულ ლეგიტიმაციას ანიჭებენ. ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ქართული პოლიტიკური ნაწილის მძიმე წარსულად მოიხსენიებს და უღირს პრეზიდენტად რაცხავს.
დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან. მათ კვალვაც სურთ, ჩვენს ქვეყანას უღირსი პრეზიდენტი ჰყავდეს. ეს არის ბნელი, მძიმე წარსული. სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკის მძიმე წარსულია. ასეთი ჩანაწერები, რასაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვხედავთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, ბრიუსელის ბიუროკრატიაში დღევანდელ დღეს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ორ საათზე ნაკლები რჩება. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.