მამუკა ხაზარაძე: ვულოცავ სენატორ როჯერ უიკერს 119-ე კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას

13.02.25 15:05
მამუკა ხაზარაძე: ვულოცავ სენატორ როჯერ უიკერს 119-ე კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას

"ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ: 

ვულოცავ სენატორ როჯერ უიკერს 119-ე კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას!

მქონდა პატივი იანვარში, ვაშინგტონში შევხვედროდი Roger Wicker-ს. ის ქართველი ხალხისა და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფების დიდი მხარდამჭერია, რომელსაც საფრთხე შეუქმნა და ძირი გამოუთხარა ივანიშვილის რეჟიმმა.

U.S. Helsinki Commission-მა უკვე აჩვენა თავისი მტკიცე და ურყევი ერთგულება ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. მადლიერები ვართ საქართველოს დიდი მეგობრის, Joe Wilson-ის მიერ გაწეული შრომისთვის.

თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის კრიტიკულ და გადამწყვეტ ეტაპზე, ქართველ ხალხს სენატორი უიკერის მხარდაჭერის იმედი აქვს!