ევროპარლამენტარი: ქვეყანა გზაჯვარედინზეა - რეზოლუციაში საქართველოში არსებული სიტუაციაზე შეშფოთებას გამოვთქვამთ

13.02.25 15:13
ევროპარლამენტარი: ქვეყანა გზაჯვარედინზეა - რეზოლუციაში საქართველოში არსებული სიტუაციაზე შეშფოთებას გამოვთქვამთ

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დამტკიცებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ევროპელი დეპუტატი ნიკოლას პასკალ დე ლა პარტე აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ EU-თან მოლაპარაკებების შეჩერებით, ქვეყანა გზაჯვარედინზე აღმოჩნდა.

"რეზოლუციაში ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში არსებული სიტუაციის გამო" - ამბობს წამყვანი პოლიტიკოსი.

რეზოლუციაში ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში არსებული სიტუაციის გამო. საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს, რომ გაიკვალონ გზა ევროპისკენ, რაც მათი დიდი უმრავლესობის სურვილია. საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და ახლა, სამწუხაროდ, ბოლო არჩევნების გამო და იმის გამოც, რომ მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა, ქვეყანა გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ." - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

ამ წუთიდან ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი - ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ უმძიმეს რეზოლუციას კენჭს ცოტა ხანში უყრიან. საქართველო თანრიგის მიხედვით მე-4 საკითხია.  

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.