"მთავარი მოთხოვნა მაგიდაზეა, ახლა ბურთი "ოცნების" მოედანზე" - ლაგოდინსკი
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დასამტკიცებელი უმწვავესი რეზოლუციის ფონზე, ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი "ქართულ ოცნებას" ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოუწოდებს.
ევროპელი დეპუტატის თქმით, ახლა ბურთი ივანიშვილის რეჟიმის მოედანზეა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, უფრო მძიმე ზომებს, მათ შორის, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც მიიღოს.
სერგეი ლაგოდინსკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ეროვნული სანქციები გამოაცხადონ.
მთავარი მოთხოვნა მაგიდაზეა. პირველი, ჩვენ გვინდა ახლი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ ჩატარდება. მეორე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რაც ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა.
სანქციები ტარგეტირებულია, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ სანქციები ქართულ საზოგადოებას შეეხოს, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქართველების უმრავლესობა პროევროპული და პროდემოკრატიულია. ამიტომ, ჩვენი სამიზნეა ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქაოსსა და ქვეყნის ავტოკრატიისკენ წაყვანაში.
ამ გადმოსახედიდან, ეს სწორი გზაა. თუ ევროკავშირი როგორც კავშირი ვერ შეძლებს ან არ შეუძლია ერთიანი სანქციები გადაწყვიტოს, მაშინ კონკრეტულმა ინდივიდუალურმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ეს. მე შემიძლია ვახსენო საფრანგეთი, ასევე გერმანია და ბევრი სხვა ქვეყანა. ჩვენ მათგან მეტს ვითხოვთ. ახლა ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა. თუ სიტუაცია გაუარესებას გააგრძელებს, ჩვენ საუბარი სხვა ტიპის სანქციებზეც უნდა დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებზე ქვეყნის მიმართ და საუბარი უნდა გვქონდეს, რომელიც მე პირადად არ მინდა, ვიზალიბერალიზაციაზეც. შენ ორივე ვერ გექნება." - განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.
ამ წუთიდან ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი - ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ უმძიმეს რეზოლუციას კენჭს ცოტა ხანში უყრიან. საქართველო თანრიგის მიხედვით მე-4 საკითხია.
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.