ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
ბიძნა ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. კობახიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ორბანი X-ზე ავრცელებს:
კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის შემდეგი მთავრობათაშორისო სამიტი ბუდაპეშტში, რაც შეიძლება მალე გაიმართოს", - წერს ვიქტორ ორბანი.
ირაკლი კობახიძე დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე იმყოფება.