მზია ამაღლობელის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე სასამართლოს მიმართეს

13.02.25 17:20
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე სასამართლოს მიმართეს

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა განუცხადა, დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომები, ხარვეზები და მზია ამაღლობელს მიეცეს შესაძლებლობა მისი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა გააგრძელოს თავისუფალ რეჟიმში.

"მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  გამოყენების გაუქმების თაობაზე. ეს საქმე და თავის შინაარსობრივი ნაწილი არის უკანონო მისი დაკავებიდან დღემდე. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვცდილობთ ეს უკანონობა იმ სამართლებრივ ვითარებაში რა რეჟიმშიც ვიმყოფებით დავასრულოთ და შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა სასამართლოსთვის, მის მიერ დაშვებული შეცდომა, არასწორად გამოყენებული სამართლებრივი ნორმების და უფლებების ხელყოფა მზია ამაღლობელის, დღეს მაინც იმსჯელოს სწორად და მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის საკითხი დავასრულოთ იმ ვადებში, რა ვადებიც ამ შუამდგომლობის განხილვას სჭირდება. " განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები