მალხაზ მაჩალიკაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

13.02.25 18:00
მალხაზ მაჩალიკაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

მალხაზ მაჩალიკაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა -  მას უწყება თავდაპირველად სუსი -დან მიუვიდა, თუმცა მაჩალიკაშვილი გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დათანხმდა.

არსებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილთან კითხვები მათ შორისს ფეისბუკ პოსტების გამო ჰქონდათ. 

კითხვები იყო, მოვუწოდებ თუ არა ხალხს, გამოვიდეს აქციებზე, ვაქვეყნებ თუ არა პოსტს შეგნებულად, ასეთი მუქარის შემცველი ტონით რატომ ხდება. მე ავუხსენი, რომ ჩემი ქართულით შეიძლება, ეს თქვენთვის იყოს მუქარის ტონით, მაგრამ, როგორც ასეთი, ჩემი ქართულით არ არის მუქარის შემცველი.

მე არ მიმაჩნია ეს მუქარად, რასაც მე ვთვლი სწორად, იმას ვაკეთებ. უბრალოდ ხელისუფლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი სხვა აზრის მქონე ადამიანი. ამიტომაც ჩემს კომენტარებს თვლიან მუქარად"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ადვოკატ მარიამ ჩუთლაშვილის განმარტებით, ეს არ არის ახალი სისხლის სამართლის საქმე და აღნიშნულ საქმეზე უკვე წლებია, მიმდინარეობს გამოძიება.

ეს არ არის ახალი სისხლის სამართლის საქმე, ამ სისხლის სამართლის საქმეზე წლებია მიმდინარეობს გამოძიება და ამ შემთხვევაში გამოკითხვა შეეხებოდა Facebook გაკეთებულ გარკვეულ აქტივობებს, რაც ძირითადად უკავშირდება ცალკეული პოსტებისა და კომენტარების დაწერას. ეს იყო და ეს, რამდენიმე კითხვა დაუსვეს ბატონ მალხაზს, ბატონმა მალხაზმა გასცა პასუხი და გამოძიებამ მიიღო ეს პასუხები.

 გარკვეული კითხვები იყო Facebook კომენტარებთან და პოსტებთან დაკავშირებით, რაც კი ბატონო შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში აქციებთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ თვითონ სისხლის სამართლის საქმე რომლის ფარგლებშიც მოხდა გამოკითხვა, არ ეხებოდა მიმდინარე აქციებს“ , - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ჩუთლაშვილმა.

 საქმეს „გრიფი“ საიდუმლო ადევს. 

ფოტო: რადიოთავისუფლება

მსგავსი სიახლეები