გენო თებიძე: თვითმარქვია აჭარის უმაღლეს საბჭოში “ძლიერ საქართველოს”მანდატი შეუწყდა
აჭარის უმაღლეს საბჭოში “ძლიერ საქართველოს”მანდატი შეუწყდა- ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გენო თებიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში მათივე განცხადების საფუძველზე მიიღეს.
არალეგიტიმურმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ჩვენივე განცხადების საფუძველზე, სადეპუტატო უფლებამოსილება შეგვიწყვიტა.
მათ კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჰყავს თვითმარქვია თავმჯდომარე, ვინაიდან, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მივმართე დავით გაბაიძეს, განცხადებაში ე.წ თავმჯდომარე მოხსენიებული იყო, როგორც თვითმარქვია. ამ შეფასების გამო, თავის დროზე წერილს არ იბარებდა კანცელარია.
არაკონსტიტუციურ უმაღლეს საბჭოში მუშაობაზე უარი არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ვთქვი, რადგან ის არ ასახავს აჭარის მოსახლეობის ნებას და როგორც ქვეყნის მასშატბით, აქაც ოლიგარქმა მუქარითა და მოსყიდვით მიიტაცა არჩევნები, წაგვართვა ქვეყნისა და რეგიონის გავითარების შესაძლებლობა და ევროპული მომავალი.ბრძოლა გრძელდება. აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყანაში ხელახალ არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება და ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი სამუდამოდ ჩამოშორდება მმართველობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარაში გვექნება სრული კოლაფსი, როგორც კორუფციის, ასევე ბათუმის ურბანული განადგურები კუთხით.
აჭარის თვითგამოცხადებულ უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყდა ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას, გარდა პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაც საზოგადოებაში ობიექტურ კითხვებს აჩენს, -განაცხადა თებიძემ.