ივანიშვილის ნახატების ევაკუაცია - როგორ არიდებს ივანიშვილი თავს გადასახადებს?
აქამდე ივანიშვილს მის კაბინეტში ხელოვნების ნიმუშების ასლები ჰქონდა გამოფენილი, ორიგინალებს უცხოეთში ინახავდა. სანქციებით შეშინებულმა ოლიგარქმა კი სპეციალური ავიარეისებით მხოლოდ იანვარში საქართველოში თითქმის ნახევარი მილიარდის ნახატები შემოიტანა. სანქციებით შეშინებული ოლიგარქი ცდილობს მის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოში მოაგროვოს ყველაფერი, რაც გააჩნია.
არქივი ინახავს მასალას, სადაც ოლიგარქი ჰყვება, რომ შუშის სასახლეშიც კი ხელოვნების ნიმუშების ასლები ჰქონდა განთავსებული.
საქართველოში მხოლოდ იანვარში 6 ტონაზე მეტი წონის, სამი ამანათი ჩამოვიდა. ორი ამერიკიდან და ერთი ბრიტანეთიდან. ჯამში, 481 მლნ დოლარის ღირებულების.
ოლიგარქს როგორც ჩანს, გადასახადებში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია და ოფშორების კანონი გამოიყენა. რადგან დღგ რეკორდული ღირებულების ნახატების შემოტანის მიუხედავად იანვარში შემცირდა.
პირველების ინფორმაციით, ივანიშვილმა შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ნახატები ბევრად ადრე წამოიღო და საქართველოში დროებითი იმპორტის პირობით შემოიტანა. ის დაელოდა ხელსაყრელ მომენტს, როდის გაეფორმებინა საქართველოში ქონების გადმოტანა, იმისთვის რომ ნახევარი მილიარდის ქონებაზე გადასახადები არ გადაეხადა.