ევროპარლამენტის ისტორიული რეზოლუცია - რა წერია "ქართული ოცნების" არაღიარების დოკუმენტში?

13.02.25 20:15
ევროპარლამენტის ისტორიული რეზოლუცია - რა წერია "ქართული ოცნების" არაღიარების დოკუმენტში?

ყველა დროის ყველაზე დიდი მხარდაჭერით ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ყოვლისმომცველი რეზოლუცია დაამტკიცა. 400 მომხრე, ამდენი მხარდამჭერი აქამდე არც ერთ მსგავს დოკუმენტს არ ჰყოლია. ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის, მისი ცოლის,  ოლიგარქის ოთხივე შვილის, დისშვილის შმაგი კობახიძის, დეიდაშვილის, უჩამა მამაცაშვილის სანქცირებას. სია ამით იწყება  და გრძელდება იმ ბიზნესმენების ჩამონათვალით, ვინც ოლიგარქის რეჟიმს აფინანსებს, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთი სანქციებს ბლოკავს, ამიტომ ევრო დეპუტატებს გეგმა B აქვთ,  გვერდი აუარონ უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობას და  რეჟიმის ეროვნული სანქციები 25-მა ქვეყანამ დაუწესოს.

დღეიდან ოფიციალურად, საქართველო ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფოა. აქამდე, ასეთი ჩანაწერი რეზოლუციის დოკუმენტში არასდროს ყოფილა. ივანიშვილის მთავრობას ევროპარლამენტი არ ცნობს, ისევე როგორც მის პრეზიდენტს, პრემიერს და მთავრობის წევრებს. დოკუმენტში კობახიძე პრემიერად მოხსენიებული არ არის, არც შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ და არც გომელაური შს მინისტრად, რაც ამ გადაწყვეტილების პირდაპირი აღიარებაა.

ბოიკოტი თვითგამოცხადებულ რეჟიმს - ეს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთებაა. დოკუმენტით ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს ოფიციალურად უარყონ ქართული ოცნებაა და ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაშვილი აღიარონ. 

ევრო დეპუტატები ყველაზე მძიმე სცენარსაც განიხილავენ, თუ ქვეყანაში ადამიანების წამება, უკანონო დაკავებები, დევნა და დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, სანქციები გაცილებით მასშტაბური გახდება. 

400 ხმით რეზოლუცია დამტკიცებულია - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები