პრეზიდენტი ზურაბიშვილი 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან.
მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.
პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.