"პოლიციელის ძლიერი ტკენა" - "პირველებმა" ირაკლი დგებუაძის ჩვენება მოიპოვა
"მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მე მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე ვიზუალურად აღმენიშნებოდა სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი" - ეს არის ბათუმის პოლიციის უფროსის ჩვენება, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში ზის.
რეჟიმმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი ციხეში იმის გამო გამოკეტა, რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძის მტკიცებით, ლოყა გაუწითლდა და სილა ეტკინა. ამავე ჩვენებაში დგებუაძე წერს. რომ მზად არის ექსპერტიზა გაიაროს, თუმცა უცნობია, რა დასკვნა დაუწერა, პოლიციის მაღალჩინოსანს სახელმწიფო ექსპერტიზამ.
პირველებმა მოიპოვა იმ პოლიციების ჩვენები, რომელიც დგებუაძის ნაამბობის გასამყარებლად რეჟიმმა საქმეში ჩადო. ჯამში ასეთი სულ 4 მოწმე პოლიციელია. ოთხივე აღწერს ირაკლი დგებუაძის გაწითლებულ ლოყას და ყურს. ტექსტები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს.
ეს ჩვენებები ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში აჭარის პოლიცია არის მხარე - დასტურდება ინტერესთა კონფლიქტიც. სქემა ასეთია - დაზარალებულია აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, ამ საქმეს იძიებს აჭარის საგამოძიებო სამმართველო - ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ამ უწყების უფროსი, გამოკითხულები არიან მისი თანამშრომლები, მზია ამაღლობელი პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა აჭარის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.