რა სქემით უშვებენ უდანაშაულო ადამიანებს ციხეში - "კაბელების საქმის" მოსამართლემ "ოცნების" რეჟიმი ამხილა
"კაბელების საქმის" მოსამართლემ "პირველებთან" დუმილი მას შემდეგ დაარღვია, რაც ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ივანიშვილის რეჟიმმა სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა. "ქართული ოცნება" ევროსაბჭოში დამარცხდა.
დავით ჯუღელმა ეს საქმე ყველას კარად იცის, რადგან ვიდრე სხვა მოსამართლეებს გადააბარებდნენ, ივანიშვილის სახელით გარიგებას მას სთავაზობდნენ. მისი თქმით, ჯერ იყო შანტაჟი, შემდეგ დიდი ფულის შეთავაზება.
ყოფილი მოსამართლის ნაამბობიდან დგინდება, რომ როდესაც მოსამართლე ვერ მოქრთამეს, საქმე მივიდა მისი არასრულწლოვანი შვილების გატაცებამდე. ჯუღელმა დღეს დაასახელა კონკრეტული გვარები - მისი თქმით, ტერორის დავალებას ოთარ ფარცხალაძე ასრულებდა.
ევროსასამართლოში წაგებულ დავაზე, იუსტიციის სამინისტრო დუმს. ანრი ოხანაშვილს და არც მის წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.