5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ ივანიშვილის ქცევის კოდექსი დამირღვევია - ლევან სანიკიძე
“5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ ივანიშვილის ქცევის კოდექსი დამირღვევია . თავისუფლების საყიდელი ფული არ მოჭრილა, ტყუილად ზრდით მის ფასს, აუწონელია” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან სანიკიძე, სოციალურ ქსელში წერს,
მისი თქმით, სამართალდამცველებმა სახლში მიაკითხეს, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ოქმი არ ჩაიბარეს და უფრო ემტიც, სახლშიც კი არ შეუშვეს.
“ჩაბარებით არ ჩაიბარეს ივანიშვილის დაცვის სამსახურში გამოწერილი ხინკლის ჩეკი“, - წერს სანიკიძე.
5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი.გუშინდელი ხალხმრავალი აქცია, პაატა ბურჭულაძის იუბილე ძალიან, ძალიან ეტკინათ.
ჩემებთან სახლში მივიდნენ და დედაჩემს და მამაჩემს ამცნეს, რომ თურმე სამართალდარღვევა ჩამიდენია. ჩაბარებით არ ჩაიბარეს ივანიშვილის დაცვის სამსახურში გამოწერილი ხინკლის ჩეკი.
თავისუფლების საყიდელი ფული არ მოჭრილა, ტყუილად ზრდით მის ფასს, აუწონელია.
P.S საერთოდ სახლში არ შეუშვა დედაჩემმა ე.წ. პოლიციელები, სამშობლოს ღალატში თანამონაწილეებს სანიკიძეები არ ვუმასპინძლდებით.” - წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.