ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა არ წყდება - მოქალაქეები შაბათისთვის ემზადებიან

13.02.25 20:55
ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა არ წყდება - მოქალაქეები შაბათისთვის ემზადებიან

შეკრების  დრო და ადგილი ცნობილია - შაბათს, 15 თებერვალს, 18:00 საათზე  ევროპის მოედანზე მივა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე რუსულ დიქტატურაა. მსვლელობა ივანიშვილის რუსული მმართველობის წინააღმდეგ ევროპის მოედანზე დაიწყება. ამ დღეს ხალხი რეჟიმს ეტყვის, რომ ქუჩაში დგომის მეოთხმოცე დღესაც კი პროტესტს ქვეყანაში ვერაფერი ჩაახშობს. 

მოთხოვნები არის უცვლელი. ახალი არჩევნები და სინდისი ყველა პატიმრის თავისუფლება, ხალხმა რეჟიმს აჩვენა, რომ არ უშინდება რეპრესიებს და არ იღლება. 

15-ში საპროტესტო მარშზე იდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი პატიმრების მშობლებიც. ახლა ისინი ყველაზე მეტად აცნობიერებენ რა ძალა აქვს ხალხის ერთობას. მათ კი ვისაც სურს, რეჟიმის პატიმრები პირადად გაამხნეონ შეუძლიათ,  მიწერონ წერილები და ეს წერილები ევროპის მოედანზე მიიტანონ.

15 თებარვალი, 18:00 საათი - მარში თბილისში - ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები