შოთაძემ შემომითვალა, თუ არ ჭრის თხოვნა, მაშინ დავაკავებთო - “კაბელების საქმის“ მოსამართლე
ე.წ. "კაბელების საქმის" მოსამართლე, დავით ჯუღელი გადაცემა “რეაქციაში“ მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და დაშინებაზე საუბობს და ამბობს, რომ მას დაჭერით, შუამავლის მეშვეობით, ირაკლი შოთაძე ემუქრებოდა.
ყოფილი მოსამართლის თქმით, როდესაც მიხვდნენ, რომ მუქარით ვერ შეაშინებდნენ, შემდეგ დაპირებებსა და თხოვნებზე გადავიდნენ.
ერთ-ერთი დაჭერის მუქარა იყო, შუამავლები იყვნენ არაერთი პიროვნება, ვინაიდან, სხვადასხვა ჯგუფიდან მოდიოდა მუქარაც, მოსყიდვაზე საუბარიც. პირველი დამუქრება პროკურატურის მაღალჩინოსნებიდან წამოვიდა, შემდეგ ეს მუქარა სასამართლოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გააჟღერა, თუმცა, როდესაც მიხვდნენ, რომ ჩემგან მკაცრი რეაქცია იყო, მას შემდეგ შეიცვალა მუქარები, დაპირებებით და თხოვნით, - ამბობს ჯუღელი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იყვნენ კონკრეტულად შუამავლები, ყოფილი მოსამართლე არ ასახელებს და ამბობს,რომ თავს შეიკავებს,რადგან მისი თქმით, დღეს ისინიც დაუცველები არიან.
“ნაწილი მათგანი არც არიან საჯარო მოხელეები, ნაწილი გაბრაზებულები არიან და თავადაც შეუძლიათ დაადასტურონ და თქვან“, - აცხადებს ჯუღელი.
პირველი მუქარა შემოთვლილი იყო შოთაძისგან, ჩემს ერთ-ერთ ახლობელს უთხრა, რომ თუ არ ჭრის თხოვნა, მაშინ დავაკავებთ, მას გაუკვირდა, რისთვისო, იმდენად ალოგიკური იყო თემა , რითაც შეიძლებოდა დავეკავებინე. ეს ადამიანი თვითონაც იურისტია, გაეღიმა, ადგა და დატოვა ეს შეხვედრა. მაგ შემთვევაში მოუწევდათ არა მარტო ჩემი,ა რამედ მისი დაკავებაც. ის ღამე სასამართლოში გავათენეთ. ამას დაემატა მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შუამავლის ჩემთან კონტაქტი, რომლისგანაც გაიჟღერა ამ მუქარამ შერბილებულად.
ეს არის დაშინების ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც ხვდება, რომ არანაირი ზემოქმედება ამ მეთოდს არ აქვს, ამის შემდეგ სხვა სტადიაზე გადადიან. მე უკვე ვადა მიმთავრდებოდა რამდენიმე თვეში და მოსალოდნელიც იყო, რომ მე ვადას აღარ გამიგრძელებდნენ, - ამბობს ის.
კითხვაზე, რის საფუძველზე აპირებდნენ მის დაკავებას - ჯუღელი შემდეგნაირად პასუხობს:
ეს იყო რაღაც უაზრო დაშვება, თითქოს, მე არ მქონდა განცხადება დაწერილი, მაშინდელი სუს-ის სახელზე, რომ მათ მიეცათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოზე, გრიფით საქმესთან, ამას ჩამითვლიდნენ კანონდარღვევად, რომ მე არ განვაცხადე, ამ, საქმეზე დაშვება მქონოდა, ეს იქნებოდა საფუძველი“, - განაცხადა ჯუღელმა.