გომელაურმა მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე 5000 ლარით დააჯარიმა

13.02.25 20:21
გომელაურმა მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე 5000 ლარით დააჯარიმა

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პარლამენტთან გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დააჯარიმა - საოპერო ვარსკვლავს საკუთარ დაბადების დღეზე პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. 

მომღერალმა პოლიციელს უთხრა, რომ ჯარიმას არ ეთანხმება და ქვიტარზე ხელი არ მოუწერია.

"გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით! პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან. კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.

ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!" - წერს პაატა ბურჭულაძე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზი არ გამოყო. გუშინ ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო მსვლელობა გაიმართა.

მსგავსი სიახლეები