ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აჯარიმებენ

13.02.25 20:48
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აჯარიმებენ

საჯარიმო ქვითრებს აჭარაშიც ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ევროპული მომავლის მცველები, მაგრამ თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში ათას ლარიანი ჯარიმას მუნიციპალური ინსპექციაა უგზავნის აქციის მონაწილეებს. დაჯარიმებულებს შორის არიან საკრებულოს წევრებიც. ჯარიმა უკვე გამოუწერეს "ლელოს" წევრ ვაჟა დარჩიას და "გახარია საქართველოსთვის" წევრს, აკაკი გვიანიძეს.

"ოცნება" ოპონენტებს "ქალაქის იერსახის დამახინჯებას" ედავება. 

მაგალითად, ვაჟა დარჩია, იმის გამო დააჯარიმეს, რომ მან პლაკატი "გაიფიცე" საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე გააკრა.

ოპოზიცია რესან კონცელიძეს ახსენებენ, რომ მან ქალაქში უკანონო მშენებლობებს მწვანე შუქი აუნთო. გაახსენეს ისიც, რომ აჭარაში კორპუსები რუსული წარწერებითაა აჭრელებული. 

მსგავსი სიახლეები