სასამართლოების სერია გრძელდება - ევროპული კურსის მცველებს კოლოსალური თანხებით აჯარიმებენ
სასამართლოების სერია - 5 000 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეტვისთვის ჩააბარეს დღეს გარემოს დამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტს, პოლიტიკური პარტიების წევრებს, მომღერლებს.
სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, ოლიგარქის პოლიცია და ოლიგარქის სასამართლო კოლოსალური ჯარიმების გამოწერით ცდილობს ჩაახშოს 78 დღიანი პროტესტი და ხალხი სახლებში გამოკეტოს, მაგრამ მათი თქმით, ეს არ გამოვა, რადგან ეს ის შემთხვევა, როცა ყველა ერთისთვის ერთიანდება.