არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! - პარლამენტთან რეჟიმის ტყვის, საბა სხვიტარიძის მხარდამჭერები აქციას მართავენ
რუსთაველის გამზირზე ხალხი შეკრებას იწყებს - დღეს აქცია რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს საბა სხვიტარიძეს ეძღვნება. ახალგაზრდას, რომელიც თვითგამოცხადებულ მთავრობას ყველაზე მძიმე პირობებში, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავს გამომწყვდეული.
პარლამენტის წინ დღეს საბა სხვიტარიძის თანამებრძოლები, გულშემატკივრები და სრულიად უცნობი ადამიანები იმყოფებიან. ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ქართული ოცნების რეპრესიებს აპროტესტებენ მისი ოჯახის წევრებიც.
"ა წამება ღირს, რადგან ჩვენ ჩვან ქვეყანას დავიბრუნებთ"- ამბობს პოლიტიკური პატიმრის დედა "პირველებთან".
მისი თქმით, მხნედ ყოფნის საშუალებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტი აძლევს.
მხნედ ყოფნის საშუალებას მაძლევს ის ლაღი ადამიანები, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან. სოლიდარობა ქალბატონ მზიას და რეჟიმის ყველა პატიმარს! არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!" - თქვა მან.
ოპტიმისტურად არის განწყობილი საბა სხვიტარიძის ბებიაც. მისი თქმით, ძალიან მძიმე აღმოჩნდა შვილიშვილის მოსმენა, როცა მან სასამართლოზე უმძიმესი დეტალების შესახებ ისაუბრა.