ევროპა ღიად ამბობს, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს “განვითარებას“, მათ უნდა გადახედონ ურთიერთობის ფორმებს - ნიკა გვარამია
ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციას უმძიმეს უწოდებს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “სამწუხაროა, როცა ევროპა ღიად ამბობს, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს “განვითარებას“, ნეგატიური გზით ივლის, მათ უნდა გადახედონ საქართველოსთან ურთიერთობის ფორმებს“.
ეს არის უმძიმესი რეზოლუცია, რომლის მსგავსიც არ ყოფილა. სამწუხარო ნაწილია, ის, რომ ევროპა ღიად ამბობს, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს “განვითარებას“, ნეგატიური გზით ივლის, მათ უნდა გადახედონ საქართველოსთან ურთიერთობის ფორმებს, იქნება ეს სტატუსი, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები თუ სხვა. ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის.
პოზიცია, რომელიც ჩვენ გამოვხაეტთ, ღიად ვაფიქსირებთ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის იქნება რთულად წასაკითხი, მაგრამ პასუხი არის შემდეგი: მათ საზღვრების ბოლომდე ღიაობა იმ ტიპის სახელმწიფოსთან, რომელსაც ახლა ხელისუფლების ნაცვლად ჰყავს ხუნტა, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, უბრალოდ ვერ წარმოდუგენიათ სრულფასოვნად შესაძლებლად, - განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, იმ ინტერვიუების წაკითხვა, სადაც ვკითულობთ როგორც ექცეოდნენ სამართალდამცველები ქალებს საპროტესტო აქციებზე, ღია სხდომებზე ვერ შეძლო, თუმცა დახურუ სხდომაზე ბოლომდე წაიკითხა.
მივმართე ევროპელ კონსერვატორებს, ეს არის საზოგადოება, რომელიც რეალურად არის ყველაფერი, ტრადიციების დამცველის გარდა, რადგან საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალი მეფე გვყავდა ბოლოს და ბოლოს. რეაქცია იყო კატასტროფული. შოკია ჩვეუკლებრივი. ასეთი ერთსულოვანი, როგორც ახლა და ასეთი ხისტი, მათ შორის ბრიუსელის მიმართაც, მე ევროპარლამენტი არ მინახავს. ჩვენც კი გევლაპარაკებიან ხისტად. გვეუბნებიან, რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს ხალხს, რომელიც 3 თევა ქუჩაშია, დაეხმაროთ. ჩვენ მათ ვუთხარით რასაც ვაკეთებ და პასუხი იყო შემდეგი, ჩვენი მუშობა ევროპარლამენტში კარგია, ასევე იარეთ დედაქალაებში და ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ძალებს გქონდეთ სრული კოორდინაცია და იმოქმედეთ ხალხთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით“, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმის, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვერ წავიდა, მათ ნამუშევარი ჰქონდათ, რომელიც იქ ჩასულებს დახვდათ.
პოლიტიკურმა ფრაქციებმა მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი გაუგზავნეს, სერიოზულად აქვს ნამუშევარი არასამთავრობო სექტორს. როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ჩვენ ვაღწევთ შედეგს და აუცილებლად ვიზამთ ამას. ეს ახლა უკვე საქართველოშია გასაკეთებლი. თუმცა, დედაქალაქებში გარეთაც უნდა ვიაროთ, რადგან ჩვენ გვჭირდება სანქცია როგორც გადაადგილებაზე, ასევე ქონებაზე, ფულის მიმოქცევაზე, 25 წევრი სახელმწიფოსგან. რაკიღა ვერ ხერხდება ყველასი ერთად, მათგან ცალ-ცალკე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და ამას სჭირდება სიარული, კომუნიკაცია და დრწმუნება. ყველა იცის საქართველოში რაც ხდება, მაგრამ მუშობა საჭიროა“, - განაცხადა გვარამიამ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დაამტკიცა.
- ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
- რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს".
- ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი, პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი, კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე - ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.