ჩემი ყველა შეხვედრა დაიწყება მზია ამაღლობელსა და პოლიტპატიმრებზე საუბრით - გახარია მიუნხენში კონფერენციას დაესწრება
ჩემი ყველა შეხვედრა დაიწყება მზია ამაღლობელსა და პოლიტპატიმრებზე საუბრით - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელიც მიუნხენში იმყოფება, სადაც კონფერენციას დაესწრება.
მისი თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე პირველი და ხაზგასასმელი იქნება ის უკანონო პატიმრები, რომლებიც ხელისუფლებას მძევლად ჰყავს აყვანილი
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დღეს მიუნხენში შეკრებილია გლობალური სამყარო, გლობალური პრობლემის განსახილველად და საქართველო აქ არ არის. იმსი გამო, თუ როგორ იქცევა “ოცნება“, როგორ გააყალბა მან არჩევნები, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ამ დღის წესრიგში არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დღის წესრიგში დავბრუნდეთ და მივაღწიოთ, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ახალი არჩევნების დანიშვნას“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ისინი, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, შეძლებენ დღის წესრიგში დააბრუნონ საქართველო, რადგან ის იმსახურებს იყოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის.
“ოცნებას“ ძალიან კარგად ესმის, რომ მათ თუ არ ექნებათ აღიარება და ცნობა საერტაშორისო დონეზე, ამთი ოპერირებისდ ა ხელისუფლების მართვის დღეებია არის დათვლილი. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ სალომესთან ერთად, შევძლებთ დღის წესრიგში დავაბრუნოთ საქართველო, როგორც დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს იყოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის“, - დასძინა მან.