ამ რეზოლუციას დავარქმევდი ივანიშვილის რეჟიმის დელეგიტიმაციის რეზოლუციას - სალომე სამადაშვილი
მე ამ რეზოლუციას დავარქმევდი ივანიშვილის რეჟიმის დელეგიტიმაციის რეზოლუციას, რადგან ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს არის თვითგამოცხადებული ხელისუფლება და მნიშვნელოვანი, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც ეგონა რომ ასცდებოდა „ოცნება“, რადგან დიდხანს ჰქონდა ილუზია, რომ გამეორდებოდა 2020.
ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც ეგონა რომ ასცდებოდა „ოცნება“, რადგან დიდხანს ჰქონდა ილუზია, რომ გამეორდებოდა 2020.
მე ამ რეზოლუციას დავარქმევდი ივანიშვილის რეჟიმის დელეგიტიმაციის რეზოლუციას, რადგან ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს არის თვითგამოცხადებული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.
ის ახალი პოლიტიკა ევროკავშირის, რომელიც დაამტკიცა ამ რეზოლუციით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის, სწორედ ევროპარლამენტიდან იძვრებოდა, რადგან ის აძლევს პოლიტიკურ იმპულსს, რომლის აღსრულებაც ხდება ეტაპობრივად“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, რეზოლუციის აღსრულება უკევ დაწყებულია, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ორმხრივ რეჟიმში სანქციების დაწესება დაწყებული აქვთ.
ამ რეზოლუციით ხელში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიმოქმედოთ და გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა მოვიპოვოთ უმრავლესობა ქვეყნებიდან, ამ რეზოლუციის საფუძველზე კონრკეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული, - დასძინა მან.
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა", "არქის" მფლობელი ილია წუალაია და მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.