"ტრაგიკომედიაა... ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს, ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის" - ზურაბიშვილი

14.02.25 10:03
"ტრაგიკომედიაა... ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს, ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის" - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციის მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის დაჯარიმებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი ფაქტს "ტრაგიკომედიად" აფასებს. 

ტრაგიკომედიაა და ბევრის მთქმელი, რომ ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს, ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანს 12 თებერვალს პარლამენტის მიმდებარედ გზის გადაკეტვას ედავებიან. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზი არ გამოყო. 12 თებერვალს კი ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე პაატა ბურჭულაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.

მსგავსი სიახლეები