გორში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს - სამოქალაქო აქტივისტებს სურთ, სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლონ

14.02.25 11:58
გორში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს - სამოქალაქო აქტივისტებს სურთ, სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლონ

გორში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს - დავით რაზმაძის ანტიდასავლური განცხადების შემდეგ, დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხდომაზე დასწრება სამოქალაქო აქტივისტებმა მოისურვეს.

მოქალაქეებს აინტერესებთ, რას ფიქრობს საკრებულოს ე.წ. თავმჯდომარე ევროპული მომავლის იმ მცველებზე, რომლებიც რეჟიმის ბრძანებით სცემეს, დაასახიჩრეს და დაიჭირეს. აქტივისტებს სიტყვის თქმის უფლება სხდომის დასრულების შემდეგ მიეცემათ. 

საკრებულოს წევრები, რომლებიც რეალურად მოქალაქეების ინტერესებს უნდა ახმოვანებდნენ, რუსული რეჟიმი ჭანჭიკებად არიან გადაქცეულები. ჩვენ გვინდა, რომ მათ საკრებულოს სხდომაზე ჩვენი, მოქალაქეების ხმა გავაგონოთ და ვუთხრათ, რომ დროა, რუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს გაემიჯნონ", - ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები