"ჩემთან სახლში ბავშვის ძიძას მიაკითხა ოთხმა მილიციელმა" - თამაზ დათუნაშვილი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ 5 ათას ლარიანი ჯარიმის ქვითარი სახლში მასაც მიუტანეს. პოლიტიკოსის თქმით, სხვების მსგავსად, მასაც 12 თებერვალს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ რეჟიმი ადამიანების დაშინებას და საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
ჩემთან სახლში ბავშვის ძიძას მიაკითხა ოთხმა მილიციონერმა, რომლებიც მორჩილად მელოდებოდნენ მე, უნდა ჩაებარებინათ 5 ათას ლარიანი ჯარიმა 12 თებერვლის შეკრებაზე, სადაც მივედი გადაკეტილზე, ჩემდა სამწუხაროდ, და იქიდან წამოსვლა მომიწია ჯერ კიდევ გადაკეტილი რუსთაველიდან. ამიტომ, მემგონი, კონკრეტული ახალი წყება შეგვარჩიეს. ტარგეტირება ხდება, ვერ გეტყვით მათ ლოგიკას, მაგრამ სხვადასხვა ნიშნით. მიზანი, რა თქმა უნდა, არის ადამიანებისთვის ხელის შეშლა აქციაში მონაწილეობის და მათთვის ამის სურვილის დაკარგვინება. ეს მოქმედებს გარკვეულწილად ადამიანებზე, იმიტომ, რომ 5 ათასი ლარი არ არის ცოტა, მაგრამ ფაქტია, რომ არ აფერხებს და არ კლავს აქციას, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
პოლიციის თანამშრომლები სახლებში აკითხავენ პოლიტიკოსებს და ჯარიმის ქვითრებს აძლევენ. ყველას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. დააჯარიმეს მსოფლიო ბანი, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს. დააჯარიმეს ის ადამიანებიც, ვინც პაატა ბურჭულაძის იუბილეს ქუჩაში აღნიშნავდნენ.