ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში - თავმჯდომარემ აქტივისტები დარბაზიდან გააძევა

14.02.25 14:14
ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში - თავმჯდომარემ აქტივისტები დარბაზიდან გააძევა

ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში - ანტი დასავლური განცხადებებით ცნობილმა თავმჯდომარემ სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზიდან გააძევა.  დავით რაზმაძემ მოქალაქეების კრიტიკული განცხადებების მოსმენა არ მოისურვა.  მოქალაქეებს აინტერესებდათ, რით ხსნის რაზმაძე საკუთარ ანტიდასავლურ რიტორიკას და რას ფიქრობს იმ ადამიანებზე, ვისაც რეჟიმი ევროპული მომავლის გამო ასახიჩრებს და აპატიმრებს. პასუხების მიღების ნაცვლად, საჯარო მოხელე, რომელიც ხელფასს ხალხის ფულით იღებს, წყობიდან გამოვიდა და მოქალაქეებს "მოღალატები" და "გაყიდულები" ეძახა.

სხდომაზე განსაკუთრებული აგრესიულობით გორის საკრებულოს წევრი "ხალხის ძალიდან" მიხეილ გოგინაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც ქალი აქტივისტების საცემრად გაიწია. გოგინაშვილმა მათ "გაყიდულები" ეძახა. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ გორის საკრებულო ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა დღეში ამყოფებს დღეს "ქართული ოცნება" მოქალაქეებს და რომ ხალხის აზრი მათთვის მიუღებელია.

მოღალატეებს გვეძახის კაცი, რომლის უკანაც ჯერ კიდევ დევს ევროკავშირის დროშა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შენობაში ევროკავშირის დროშა იყოს სულ და არა რუსეთის! უზრდელები არიან, „გაათრიეთ აქედანო!“. კითხვა გვქონდა, რომ როცა ამბობს, რომ პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირიდან გორი არ იღებს, რას ნიშნავს არ იღებს, როცა არის უამრავი გარემონტებული სკოლა, შემიძლია, გავიყვანო და ვაჩვენო კოტეჯები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდათ დევნილებს და დღეს ცხოვრობენ და თავშესაფარი არ აქვთ და კვეკვესკირივით თავის მოკვლა არ უწევთ!, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.  

თავად რაზმაძე კი დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა თუ რამე გააკეთა საქართველოსთვის, "ორი იმდენი თან წაიღო". 

თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს ებრძვიან, - ამტკიცებდა დღეს საკრებულოს თავმჯდომარე. 

მსგავსი სიახლეები