ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ევროპული მომავლის მხარდაჭერა გაგრძელდება - ბრაჟე გახარიას შეხვდა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.
გამართული აუდიენციის შესახებ თავად ბაიბა ბრაჟე პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ევროპული მომავლის მხარდაჭერა გაგრძელდება.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შევხვდი. ბალტიისპირეთის ქვეყნები გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ევროპული მომავლის მხარდაჭერას." - წერს ბაიბა ბრაჟე.