მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა
მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა - ღონისძიება, რომელიც 14-16 თებერვალს ჩატარდება, კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა.
კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი ესწრება. სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც ესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც იღებს.
სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს.
საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა დღეს, 14 თებერვლის საღამოს არის დაგეგმილი.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.