ანტიკორუფციულმა ბიურომ ბორის ჩელე ყურუაც დააჯარიმა
სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირის დეკლარაციის არ შევსების გამო კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბორის ჩელე ყურუა დააჯარიმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ 1 000 ლარი დააკისრა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმას არ გადაიხდის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძვრება.
ანტიკორუფციულმა ბიურომ 1 000 ლარით დამაჯარიმა, დეკლარაცია რატომ არ შეავსე პარლამენტის წევრმაო, არ მინდა პარლამენტის წევრობათქო, შემიწყვიტეს მანდატი და მაინც მაჯარიმებენ. კიდევ თუ არ შეავსებთ დაგიჭერთო. რანაირი ხალხია". - წერს ბორის ჩელე ყურუა.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე, რომელსაც საპარლამენტო საქმიანობის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ანტიკორუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირის დეკლარაციის არ შევსების გამო დააჯარიმა.