ეტლით მოსარგებლე პატიმრის ბუნდოვანი სიკვდილი - კლინიკა პირველ განმარტებას აკეთებს

14.02.25 17:50
ეტლით მოსარგებლე პატიმრის ბუნდოვანი სიკვდილი - კლინიკა პირველ განმარტებას აკეთებს

ეტლით მოსარგებლე პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახის ეჭვებს, რომლის მიხედვითაც 52 წლის კაცი "ვივა მედის" კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს ზურაბ ჩხაიძე "ტვ პირველთან" პასუხობს. 

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პაციენტი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს კლინიკაში, გუჯეჯიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, მეორე დღეს, 9 თებერვალს კი პატიმარი გარდაიცვალა. 

ამასთან, ჩხაუიძის თქმით, პაციენტს სხეულის ზედაპირზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. 

პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა არაერთგზის. კონკრეტულ დიაგნოზზე მე თქვენ ვერ გესაუბრებით. საუბარია, თერაპიული მიმართულების დაავადებებზე და როგორც გითხარით, კლინიკაში არაერთხელ იყო შემოსული. ბოლოს, შემოსულია შაბათს, 8-ში (თებერვალს) 13:00 საათზე. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებოდა სრულფასოვანი მკურნალობა.  იქ რაიმე სახის გარეგან დაზიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება - ნანახია პაციენტი მიმღებ განყოფილებაში, შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში. არანაირი სახის ტიპის დაზიანება მას სხეულის ზედაპირზე არ აღენიშნებოდა. 

ინფორმაცია, რომ ის გარდაცვლილი შემოიყვანეს, ეს აბსოლუტურად არარეალურია. მძიმე რადგან იყო, სწორედ ამიტომ მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ გართულების შემთხვევაში, პენიტენციურმა სამსახურმა აბსოლუტურად სწორად ჩათვალა, რომ გადმოიყვანა ჩვენს კლინიკაში. 

52 წლის დავით გუჯეჯიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ კაცი სასიკვდილოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს. ოჯახი ეჭვობს, რომ პატიმარი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა კლინიკა "ვივა-მედში" შეიყვანეს. 

ოჯახის თქმით,  ეტლით მოსარგებლე გუჯეჯიანი გლდანის ციხეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო

მსგავსი სიახლეები