სანქცირების დიდი სია - "ოცნების" მდიდარი დეპუტატებისთვის სანქციების საფრთხე ახლოვდება
"ქართული ოცნების" მდიდარი დეპუტატებისთვის სანქციების საფრთხე ახლოვდება. ეს ანტონ ობოლაშვილია. ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი მდუმარე დეპუტატებს შორის, რომლებიც ლიდერის დავალებებს უსიტყვოდ და წინააღმდეგობის გარეშე ეთანხმებიან. ობოლაშვილის ფინანსური რესურსი მილიონობით ლარის უძრავ და მოძრავ ქონებას მოიცავს. ფლობს ფარმაცევტული კომპანიის 100$-იან წილს და ქვეყანაში მედიკამენტები ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვს. ანტონ ობოლაშვილი, ევროპარლამენტის 400 დეპუტატის აზრით, ევროპულმა სახელმწიფოებმა ეროვნულ დონეზე უნდა დაასანქცირონ.
ივანიშვილის გარემოცვაში ანტონ ობოლაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ევროპარლამენტის შავ სიაში მოხვდა. ამავე სიაშია "ოცნების" კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი გოჩა ენუქიძე. ბიზნესმენი პოლიტიკოსისთვის სანქცირების კანდიდატად დასახლება უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან პირთან, ვისაც შეიძლება ნებისმიერ დროს სანქცია დაედოს, უცხოელი ინვესტორები არ ურთიერთობენ, უცხოური ბანკები კი მომსახურეობისგან თავს იკავენ. ასე მოხდა ივანიშივლის შემთვხვაში, რომელსაც შვეიცარულმა ბანკმა მილიონები, როგორც თავად ოლიგარქი ამტკიცებდა, ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე გაუყინა და სანქციების დაწესებას არ დაელოდა.
"ოცნების" მილიონერი წევრების გარდა სიაში ევროპარლამენტის სანქცირების სიაში მოხვდა ერონვული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. ახლა ჩნდება კითხვა, როგორ გააგრძელებენ ევროპული საფინანსო ინტენსიური წარმოამდგენლები უერთიერთობის საქართველოს ისეთ მთავარ ბანკირთან, რომელიც შესაძელოა ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე ნებისმიერ დროს დაანსაქცირონ. ევროპარლამნტმა ნათია თურანავას და ივანიშვილის რეჟიმს შორის ტოლობის ნიშანის დასვა. არადა, ეროვბნული ბანკის მიმართ მთავარი მოთხოვნა დამოუკიდებლობაა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.