გიორგი გახარია საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

14.02.25 19:56
გიორგი გახარია საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია, მიუნხენში, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადთს შეხვდა.

გახარიას ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო.

„პრეზიდენტ მაკრონის ლიდერობა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ძალისხმევის მობილიზებისას საქართველოსთან მიმართებით. მე ღრმად ვაფასებ მის ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული გზისადმი. ის მტკიცედ დგას დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოში არსებული კრიზისის მოგვარებაში.

ახლა მკაფიო ზომების მიღებაა საჭირო პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, დემოკრატიულ პირობებში ახალი არჩევნების ჩასატარებლად და რუსული გავლენებისგან რეგიონული უსაფრთხოების დასაცავად“,- აცხადებს გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები